1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკის დაფინანსებით KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს

თბილისი, 24 ოქტომბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა “კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ჯგუფთან კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ,  დაფინანსება ასევე გაცემულ იქნა DCFTA პროექტის ფარგლებში.

KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯუგფმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, საქართველოს ბანკის დაფინანსებით. მათ შორის არის ღვინის საწარმოები - ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

“საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები - 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს  მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანი დასქმებული.

 საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფ შორის თანამშრომლობის ერთერთი პირველი საგანი, ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ, ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება.  „ნენა-„ს პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...