1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამოფენა: „ზურაბ კიკალეიშვილი- რეტროსპექტივა“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტან ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 25 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება  გამოფენა „ზურაბ კიკალეიშვილი - რეტროსპექტივა“, რომელიც ეძღვნება ცნობილ ბალეტის    მსახიობს,  ქორეოგრაფს, პედაგოგს, კინო-მსახიობს ზურაბ კიკალეიშვილს.

ზურაბ კიკალეიშვილი 1924 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად მისი შემოქმედების ამსახველი გამოფენაც მის დაბადების დღეს იხსნება. მოსკოვის ქორეოგრაფიული  სასწავლებლის დამთავრების  შემდეგ,  საქართველოში  აგრძელებს თავის  კარიერას.  ის ჭაბუკიანის მოსწავლე და მასთან  ერთად ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და  მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფია.  ბატონი ზურაბი 1942 წლიდან  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. 1942 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიულ  სასწავლებლში ასწავლიდა  სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. ტოკიოს "ტოკიო ბალეტ"-ის  (1967-1968 წწ) , ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრის; (1978-1979წწ)  თურქეთის  (1983-1984წწ) საბალეტო დასებთან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოცეკვავის, პედაგოგის, ქორეოგრაფის, მსახიობის, ვახტანგ ჭაბუკიანის  ერთ-ერთი   მოსწავლის, მეგობრისა  და  სასცენო პარტნიორის  შემოქმედებისა  და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. ვახტანგ ჭაბუკიანის  მემორიალურ  ბინა-მუზეუმის ფონდსა და ასევე ზურაბ კიკალეიშვილის შვილის, მაკო აბაშიძის პირად არქივში  დაცული  მასალები: ფოტოსურათები, ნახატები, ჩანაწერები საბალეტო სპექტაკლებიდან და ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „გორდა“, „ოტელო“, „სინათლე“ და  „ვერის  უბნის  მელოდიები“. სადაც ზურაბ კიკალეიშვილის სასცენო პარტნიორები არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილიანა მითაიშვილი, ვერა წიგნაძე და ევგენია გელოვანი.

გამოფენის გახსნის თარიღი: 25. 10.2017
დრო:  18:00 საათი
გამოფენა გრძელდება: 5.11.2017 
მისამართი: თბილისი,  დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995) 557 59 38 10  ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...