1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დღეს სწორედ ის პერანგი ჩავიცვი, რომელიც პირველ ფოტოზე მაცვია" - დავით გორგილაძემ 17 კილო დაიკლო

   კომპანია m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დავით გორგილაძე აცხადებს, რომ თვე-ნახევარში 17 კილო  დაიკლო და კიდევ  14კილო  აქვს  დასაკლები.. მან სციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა წონაში კლება და როგორ მიაღწია შედეგს: 

  "ბევრი მეკითხება, რატომ დავიკელი წონა, რაიმე ხომ არ მჭირს, ხომ არ ვკვდები... 
არათუ არ ვკვდები, ასე ჯანსაღად მგონი ბავშვობის შემდეგ არ მიგრძვნია თავი. 
სუნთქვა აღარ მიჭირს, დაღლილი აღარ ვიღვიძებ, კიბეზე ასვლისას ვალიდოლები აღარ მჭირდება და სარკეში ჩახედვაც აღარ მაგდებს დეპრესიაში. 
თვე-ნახევარში 17 კილო დავიკელი და მიკვირს კიდეც, რა იოლად მოვახერხე ეს. ამ ხნის მანძილზე არცერთხელ არ მიგრძვნია შიმშილი - საკმარისად ვჭამ. ძილი მომიწესრიგდა და 23:50-სთვის უკვე ჩაღუნღულებული გახლავართ. სამაგიეროდ ადრე ვიღვიძებ და წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა კარგი ამბები ხდება დილაობით. 
სიმართლე გითხრათ, ყველანაირი დიეტის გამოცდის შემდეგ, (რაც კრახით სრულდებოდა ზოგ შემთხვევაში ვიკლებდი, მაგრამ კუნთისა და ენერგიის ბოლომდე დაცლის ხარჯზე და, შესაბამისად, მალევე ვიმატებდი) ხელი ჩაქნეული მქონდა, მაგრამ თურმე ნაადრევად.
დიდი მადლობა ერთ-ერთ კლინიკას და და განსაკუთრებით კი შესანიშნავ პროფესიონალს გიორგი ქავჟარაძეს, ყურადღებიან და მეგობრულ ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ დაგიბრუნოთ ცხოვრების ხალისი და თქვენმა ორგანიზმმა როგორ იცხოვროს (და არა იცოცხლოს). 
დღეს სწორედ ის პერანგი ჩავიცვი, რომელიც პირველ ფოტოზე მაცვია (და მსუქანა ურჩხულს ვგავარ), მაგრამ უკან სამაგრით მაქვს დაბმული. 
მოკლედ, ვისაც ამ საკითხზე დახმარება გჭირდებათ, საჭირო პერსონა უკვე დავთაგე მაღლა. 
ჰო, სადაც აქამდე მივედი, ვიფიქრე, უფრო შორსაც შევძლებ - მეთქი და მოწევაც გადავაგდე. 
მე კიდევ 14 მაქვს დასაკლები" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...