მსოფლიო
კალაძეს არჩევნებში გამარჯვება სილვიო ბერლუსკონიმ მიულოცა
2017-10-23 13:56:09
კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება“, - აცხადებენ პარტიაში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.
კომენტარები