მსოფლიო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 38 კანდიდატიდან 34 უვადოდ გაამწესა
2017-10-20 18:07:01
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 კანდიდატიდან 34 უვადოდ გაამწესა, 4 კანდიდატს კი უარი განუცხადა. მოსამართლეების უვადოდ გამწესების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო კომისიის სამმა წევრმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას რადგან მისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაზე - წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიოდნენ, რომლებმაც საბჭოს განცხადებით მიმართეს.
კომენტარები