1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბავშვს უთხრა გაკვეთილზე, თათრების ქორწილში არ ვყოფილვარ და უნდა გაგათხოვოო"- სკოლის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

  თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

  "ბავშვს უთხრა გაკვეთილზე, თათრების ქორწილში არ ვყოფილვარ და უნდა გაგათხოვოო, ასევე დადასტურებით იყო ბავშვების ცემის ფაქტი, მან  აზერბაიჯანელ ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა" - ამბობს ნათია მახარაშვილი სკოლის მასწავლებელზე.

   განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ 67-ე სკოლასთან. მოსწავლეები ამბობენ, რომ დოდო კეზუას წინააღმდეგ ბავშვებს განცხადებები სპეციალურად დააწერინეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაფერი დირექტორისა და მასწავლებლის პირად დაპირისპირებას უკავშირდება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები