1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს

თბილისი, 18 ოქტომბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბანკის კლიენტები - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესიდან. ღონისძიების მიზანი მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კლიენტები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მოხდა. ჩვენ როგორც პარტნიორ ბანკს დიდი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით 2016 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების  სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა.

"რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით.  რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.” -  განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...