0 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით

მაგთიკომის განცხადება:

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ისწევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანიის KPMG-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

KPMG-ის  პასუხი კომისიას: 

წინამდებარე წერილი მიზნად ისახავს პასუხი გასცეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)“ 2020 წლის 16 ოქტომბრის პასუხს, რომელშიც მარეგულირებელი განიხილავს მაგთიკომის მიერ წარდგენილ და ექვსი დამოუკიდებელი კონტრაქტორის მიერ მომზადებულ (მათ შორის KPMG) ანგარიშს საქართველოში MVNO-ს რეგულირებული წესით დაშვების შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ კომისია პირდაპირ არ ახსენებს KPMG-ს ანგარიშს მის საპასუხო შეტყობინებაში, ის აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ არცერთი დასკვნა „არ ემყარება საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევას და შესაბამისად, იდენტიფიცირებული „რისკები“ ვერ იქნება საფუძვლიანი ან დამაჯერებელი“ და რომ „დოკუმენტებში მოყვანილი ყველა მსჯელობა და შეფასება არის „სავარაუდო“ და „შესაძლო“. 

KPMG-ს ანგარიში მომზადდა მეთოდოლოგიური საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საფუძვლიანად არის დოკუმენტირებული და ეფუძნება 93 სხვადასხვა კვლევასა და წყაროს, რომლებიც შერჩეულ იქნა საქართველოსთან მიმართებაში შესადარისობის და გამოყენებადობის გათვალისწინებით და მოხდა ყველა მათგანის ციტირება ანგარიშში, იმგვარად, რომ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს დასკვნა. აღნიშნული მიზნით, ანგარიში ამჟამად გახდა საჯარო. 

ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ კომისიის, როგორც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობების ერთადერთი მარეგულირებლის როლს და პასუხისმგებლობას, ასევე ვაფასებთ დეტალურ პასუხებს, მეთოდოლოგიებს და წყაროებს, რომლებიც ზემოაღნიშნული შეტყობინების ფარგლებში არის წარმოდგენილი და რომლებიც ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ. 

ამ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისია პირდაპირ არ ეწინააღმდეგება KPMG–ის არგუმენტებს ან წყაროებს, მას საბოლოოდ განსხვავებული დასკვნები გამოაქვს შემდეგთან დაკავშირებით i) საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზრის აღქმული კონკურენტუნარიანობა, და ii) საქართველოში MVNO–ს სავალდებულო წესით დაშვების მოსალოდნელი შედეგები. კომისიის მიერ წარმოდგენილი წყაროების შესწავლით, ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული დასკვნა სუბიექტური ანალიზის შედეგია, რადგან ორივე ანგარიშში კონტექსტუალიზაციის ქართულ რეალობაზე გამოყენებამ განსხვავებული ხედვა გამოიწვია, რასაც ჩვენ შევეცდებით რომ ხაზი გავუსვათ შემდეგი რამდენიმე გვერდის ფარგლებში, საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზრის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

წინამდებარე ანგარიშის დანართი 1-ში იხილეთ „რეგულირებული MVNO დაშვება საქართველოში“ თაობაზე ჩვენს მიერ გაცემული პირველადი ანგარიში.


KPMG-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/kpmg-ka.pdf

KPMG -ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/kpmg-en.pdf


სრული ინფორმაცია - https://www.magticom.ge/ka/kpmg

Facebook - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3785374164806626/?type=3&theater

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...