თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსს კიდევ ერთი, რიგით მე-18 კურსი: 21-ე საუკუნის უნარები დაემატა.
გამოცდილი ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაინტერესებულ ადამიანებს კონკრეტული უნარების იმ სამ კატეგორიას და 12 ჯგუფს გააცნობს, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი, ბიზნესკურსის მომხმარებელი შეძლებს შეავსოს თვითშეფასების კითხვარი და ამ გზით მიიღოს პირადი გზამკვლევი იმ უნარების მითითებით, რომლებიც კარგად აქვთ განვითარებული ან პირიქით, საჭიროებს შემდგომ განვითარებას. კურსები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ლიდერობა და პასუხისმგებლობა, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ტექნოლოგიური, მედია და საინფორმაციო წიგნიერება და სხვა. კურსის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O4JXhE
უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა "ბიზნესკურსი“ საქართველოს ბანკმა მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით
შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საინტერესო კურსი მისთვის ხელსაყრელ დროს და თანაც სრულიად უფასოდ გაიაროს. ამის საშუალებას მომხმარებელს ბიზნესკურსის ის უპირატესობა აძლევს, რომ ის არ საჭიროებს ლექციის ონლაინ რეჟიმში გავლას, რადგან მოიცავს ვიდეოს სახით უკვე ჩაწერილ 18 კურსს. ბიზნესკურსი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ.
ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, კონსულტანტებმა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია ტესტები. გარკვეული პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებაა, რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 17 000-ს გადააჭარბა.
პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.businesscourse.ge/
EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები