თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ლურჯი ველის“ პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან.
კომპანია „ლურჯი ველი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მის მფლობელობაშია 19 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში. კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, ყოველ წლიურად 100-150 ტონა ლურჯი მოცვის რეალიზაციას უზრუნველყოფს და სეზონურად 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი ჯამური 3 მლნ. ლარის ინვესტიციით, ჩვენ შევძელით ბაღების გაშენება, მათი მოდერნიზაცია და სწრაფი გაციების სამაცივრე მეურნეობის მოწყობა. ჩვენი მიმდინარე პროექტი 5 ჰა ფართობზე, მაღალი გვირაბების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული ერთგვარ სათბურს წარმოადგენს, თუმცა სათბურისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება ხელოვნური გათბობა და ჰერმეტულად დახშობა. ეს კი, იძლევა საშუალებას, შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურული სხვაობა, დავიცვათ მცენარეები ჭარბი ტენისა და ქარისგან, რაც იწვევს მცენარისთვის დამატებით სტრესს და შესაბამისად უარყოფითად მოქმედებს მის პროდუქტიულობასა და ნაყოფის ხარისხზე. პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად ავირიდოთ შესაძლო უამინდობისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები და ველით, რომ მომდევნო წლებში 200-250 ტონამდე გავზარდოთ მოსავლის რეალიზაცია“, - აცხადებს ზვიად მირიანაშვილი, „ლურჯი ველის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ „ლურჯი ველის“ განვითარებაში. კომპანიამ უკვე მიაღწია წარმატებას. დღეს კი მათი მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით, ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
ინფორმაციისთვის, „ლურჯი ველი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბანკისა და USAID-ის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, მაღალი გვირაბების ქვეშ ლურჯი მოცვის მოყვანის პროექტს ახორციელებს. ასევე, კომპანიამ პირველმა შეიმუშავა და დანერგა მოსავლის აღების ელექტრონული სისტემა და პირველმა მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული სოციალური პასუხისმგებლობის GRASP -ის სერტიფიკატი.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები