აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს პრიზიორია
2021-09-28 17:58:21
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 81-კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერი და ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია.
24-26 სექტემბერს,ხორვატიის დედაქალაქში IJF-ის კალენდრის მორიგი ტურნირი - ზაგრების გრან პრი გაიმართა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიადის შემდგომი ორთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სეზონი პრესტიჟული ტურნირით განაახლა და მასზე უკვე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ზაგრებში დაწყებულ გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილმა დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. ტატო გრიგალაშვილმა ოქროს გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.
„ ზაგრების გრან პრიზე იყვნენ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები, ამავდროულად საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი იყო. რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ასეთივე მოლოდინი მქონდა ამ ტურნირის წინ. ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო გრან პრის ოქროს პრიზიორობა ”- განაცხადა ტატომ.
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
კომენტარები