სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
|
თიბისი კონცეპტი და თიბისი ბიზნესისთვის Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ სიახლეს - ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“
„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ არის ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების შესწავლას, ისე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებასა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.
პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან და მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და გამოცდას.
პროგრამის ოთხი მოდული აერთიანებს ოთხ მიმართულებას: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი. თითოეულ თემაში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტები, ქოუჩის კომპეტენციები, ბიზნეს ქეისები.
მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს.
პროგრამის თარიღებია:
პროგრამას გაუძღვებიან:
მიღების წინაპირობა:
ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf-certification/
ქოუჩინგ ლაბი არის პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან, საქართველოში ნერგავს ტრანსფორმაციულ ნეირო ტექნოლოგიებს. პროგრამა აგებულია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტის მიხედვით. სერტიფიცირებული ქოუჩის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მონაწილეებს მოეთხოვებათ დაესწრონ სატრენინგო და პრაქტიკული მუშაობის საათების მინიმუმ 80%-ს ცოცხალ რეჟიმში, გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული 10 საათიანი მენტორინგი და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...
კომენტარები