თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს.
ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებულ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში და ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.
ბანაკში მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე გამორჩეულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობით.
იმისათვის რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა ბანაკში, საჭიროა მათ ჰქონდეთ უმაღლესი შეფასება - 10 ქულა STEM მიმართულების 4 საგანში (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია). ასევე, მათ უნდა შეავსონ აპლიკაცია და გაიარონ შესარჩევი ეტაპები, რომელიც შედგება ტესტირებისა და გასაუბრებისგან. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 13 მაისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მიღება მონაწილეობის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dWRNiwgZecZofnor7
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და მომავლის პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.
ბანაკი 2022 წლის 19-26 ივნისს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ბანაკს უმასპინძლებს მაღალი დონის სასტუმრო ბაკურიანში. ბანაკი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
„საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით კი გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები