თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
22 დეკემბერს, თბილისში გაიმართა კომპანია სოკარის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიებაზე გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხაზი გაესვა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოკარის მნიშვნელოვან მონაწილეობას პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა კომპანიის თანამშრომლები საპატიო მენავთობის წოდებითა და ღირსების ორდენით. რიგი ადამიანებისა დაჯილდოვებულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის, ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ტრანსპორტირდება სოკარის კუთვნილი ყულევის ნავთობტერმინალის მიერ, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უზრუნველყოფს აზერბაიჯანული და უცხოური წარმოშობის ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო გაყიდვებს კუთვნილი 112 ავტოგასამართი სადგურის, 16 სერვის-ცენტრისა და 5 ნავთობტერმინალის მეშვეობით. ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საქართველოს რეგიონებში და მართავს გაზგამანაწილებელი ქსელების მუშაობას.
2008 წლიდან დღემდე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების რაოდენობა 78 ათასიდან 808 ათასამდე გაიზარდა, აშენდა დაახლოებით 12000 კილომეტრის სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებული მაშტაბური საინვესტიციო პროგრამის შედეგად, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს აშენდა გაზგამანაწილებელი ქსელები 320 ათასი ახალი აბონენტისათვის.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
კომენტარები