თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, პანდემიის IV ტალღამ ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე აგვისტოში ნეგატიურად იმოქმედა, რაც ძირითადად ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებით იყო გამოწვეული. მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან
ზრდა აღდგა, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები იმავე დონეზე დარჩა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის
სექტემბრის 50.8% შეადგინა. სამომავლოდ, ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით, მაღალი საბაზო ეფექტის გამო, გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა
არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო
და წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა.
ტურიზმისა და გზავნილებისგან განსხვავებით, სექტემბრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან,
ბუნებრივია, მაღალმა ზრდამ სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და
გზავნილების თვიური ცვლილების ჯამმა უარყოფითი - დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სხვა პერიოდებისაგან
განსხვავებით, ამავე თვეში ეროვნული ბანკის მიერ გაყიდულ 60 მილიონ აშშ დოლართან შესადარია. ამასთან, თიბისის მთავარი ეკონომისტის აზრით, ლარზე ზეწოლის მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები უფრო იყო, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების მიხედვით
დაანგარიშებული დეფიციტი. აღნიშნული, რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, აგვისტო-სექტემბერში ლართან შედარებით, ვალუტის დეპოზიტების გაცილებით უფრო მეტ ზრდაში ჩანს, რაც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც გაგრძელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ
სავალუტო დაკრედიტებაც აღდგენილია. არადა ფაქტობრივად, პანდემიის დროსაც კი, ლარის კურსი ხშირად სესხების სავალუტო
კომპოზიციის ცვლილებასთან უფრო მეტადაა კავშირში, ვიდრე მიმდინარე ანგარიშის დინამიკასთან.
ლარის მხრივ, გასულ კვირაში საყურადღებო იყო თურქული ლირის გაუფასურება. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული
კავშირის მიუხედავად, თიბისის მთავარი ეკონომისტის მოსაზრებით, აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო:
1. ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა
ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა.
2. თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. 3. ლარს ლირასთან მიმართებით
რძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული.
3. მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად
სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს
ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება.
4. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი.
5. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს.
6. ყველაზე მნიშვნელოვანი - უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, თიბისის მთავარი ეკონომისტი არ ფიქრობს, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს.
აღსანიშნავია მულტისავალუტო კალათის უპირატესობები, ლირისა და რუბლის ჩათვლით, როგორც სესხების, ასევე დაზოგვის
კუთხით.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:
https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_18-10-2021_GEO.pdf
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები