2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა

1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ  მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.
ფარმაცევტული კომპანიები მედაკამენტების გაყიდვას დაწესებულზე მაღალ ფასად 15 თებერვლიდან ვეღარ შეძლებენ.

სამინისტრო ამბობს, რომ ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადასახედად ვადა 31 იანვრამდე აქვს. მათივე ცნობით, თუკი სექტორი დასაბუთებულ არგუმენტს წარმოდგენს, ფასი ზოგიერთ წამალზე შესაძლოა, დაკორექტირდეს. 

მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

კომენტარები

მსგავსი სიახლეები