სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი და მისი ბიზნესმენი მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას და ფულის მობილიზებას იწყებენ. თუმცა სანაცვლოდ, ორივე მათგანს, მმართველი პარტია ინდულიგენციას ჰპირდება. არადა კახიშვილ-ბინიაშვილის მეგობრობის ამბავი ქართულ ოცნებაში მას შემდეგ გაიგეს, რაც ტელევიზიებმა და მათ შორის ჩვენც, აქტიურად დავიწყეთ იმის გაშუქება, თუ როგორ და რამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩართულნი სავარაუდო კორუფციულ სქემაში ბიზნესმენი ბინიაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, რაც გულისხმობდა ევროპელი პენსიონერების სავარაუდო ძარცვას.
ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა.
ერთადერთი რაც უწყებამ ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის წარუდგინა.
ჩვენი ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის. საქმის “ბნელი” მხარეების შესახებ იციან “ქართულ ოცნებაშიც”.. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ოცნება და კახიშვილის მეგობრები სავარაუდოდ, უკვე ერთად ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს აღნიშნული სქემით და სავარაუდოდ, თაღლითური გზით ნაშოვნი ფულით, კიდევ ერთხელ მოატყუებენ და მოისყიდიან საქართველოს მოქალაქეების ხმებს.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები