0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების 16 მარტამდე შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

  კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების 16 მარტამდე შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიაცხადებენ, რომ თეატრებისადმი შესაბამისი რჩევა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე გაიცემა.

   “ჯანდაცვის სამინისტროდან უკვე მოვიდა რეკომენდაცია. ვამზადებთ წერილს, რომელიც ყველა თეატრსა და შესაბამის სიპებს გაეგზავნებათ. 16 მარტამდე თუკი რამე წარმოდგენა იყო დაგეგმილი, ყველაფერი გადაიდება. რეკომენდაცია არის, რომ დეზინფექცია ჩატარდეს“- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები