1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან, რომელთა შორის 3 ირანის მოქალაქეა

"ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 3 ირანის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, ხოლო დანარჩენი 9 საქართველოს მოქალაქეა,"-  ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"გუშინ დილის მონაცემებით ჩვენთან 6 პაციენტი იყო, აქედან 5 გაეწერა, ერთი დარჩა და გუშინ დაემატა 12. დღეს დილით უკვე გვყავს 13 პაციენტი. მათი ეპიდემიოლოგიური ისტორია ასეთია: სამი მათგანი არის ირანის მოქალაქე, 1 - ჩინეთის, ხოლო დანარჩენები არიან ქართველები, რომლებიც ნამყოფები არიან ძირითადად იტალიაში და მილანიდან არიან ჩამოსულები. მთავარი ის არის, რომ ეს პაციენტები ეტევიან თავისი

 ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებით იმ 14 დღეში, რომლის განმავლობაშიც ისინი უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები