1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს სავარაუდოდ „ბე“ ტიპის გრიპი აქვს

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს სავარაუდოდ „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი აქვს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცის ანალიზები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და დღეს, ღამის 12:00 საათზე იქნება პასუხი, აქვს თუ არა მას ახალი კორონავირუსი.

„ამ მოკლე დროში ბევრი რამე გავაკეთეთ. რენტგენოლოგიურად პნევმონია არ აღმოაჩნდა არც ამ პაციენტს, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსის ინფექციის ალბათობას. გარდა ამისა, წინასწარი კვლევით, მას სავარაუდოდ აქვს „ბე“ გრიპი. იყო სუსტი დადებითი რეაქცია „ბე“ გრიპზე, რაც შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ ეს არ არის ახალი ავადმყოფი. მას უკვე მეოთხე დღეა, რაც ეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვს და შესაძლებელია, ამიტომ მკაფიო არ გამოვიდა რეაქცია, მაგრამ სავარაუდოდ მას აქვს „ბე“ გრიპი. ყოველ შემთხვევაში, მას პნევმონია არ აქვს. აქვს ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც. დღეს კი ითქვა, რომ ხვალ იქნებოდა პასუხი. მოგეხსენებათ, მაღალია საზოგადოების, თვითონ პაციენტების ინტერესი. დღეს ჩვენ ვთხოვეთ ლუგარის ცენტრს. ისინი დღეში ერთხელ აკეთებენ გამოკვლევას და დილით უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ მოვიდნენ, აიღეს მასალა ამ ჩინელისგან და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალბატონისგან, რომელიც ასევე არის აქ. როგორც გვითხრეს, დღეს, ღამის 12:00 საათისთვის იქნება პასუხი. ჩემი, როგორც კლინიცისტის, წინასწარი ვარაუდია, რომ არც ამ შემთხვევებში, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, კლინიკური და იმ ინსტრუმენტული ლაბორატორიული გამოკვლევებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსის ინფექცია. ამ ჩინელ ახალგაზრდას სავარაუდოდ აქვს „ბე“ გრიპი. რაც შეეხება კიდევ ერთ ქალბატონს, ის კარგად გრძნობს თავს, მისი ანალიზიც აღებულია და ერთად იქნება მათი პასუხები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...