1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება...დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და..." - ასტროლოგის რჩევები

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 25 იანვარის მნიშვნელობაზე წერს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა შეხვდნენ ამ დღეს.


"25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი!

ვისაც სურვილი გექნებათ შეხვდით წლის ახალ მბრძანებელს შესაბამისად:

გამოეწყვეთ წლის ფერებში - თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნებოდა ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ, დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარები. სუფრაზე დააწყვეთ სხვა და სხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.


თუ საშუალება გაქვთ ახალი თეთრი მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12 წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.


შეგიძლიათ სუფრაზე დააწყოთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა:)


თვითონ წლის მბრძანებელისთვის მოამზადეთ ნუგბარი - გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რა საკვირველია, უხვად ყველი


ასევე, არ დაგავიწდეთ მისთვის არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც:)


გაწერეთ წლის გეგმა, დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და რაც მთავარია, რწმენით, ოპტიმიზმით შეხვდით ახალი წლის მბრძანებელს!


იწყება ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი!


წარმატების, ხვავის, ბარაქის, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის! წინსვლის, სასიკეთო ცლილებების წელი ყოფილიყოს მთლიანად საქართველოსთვის!

სიკეთეს გისურვებთ!" - წერს ქეთი ვაწაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...