1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს კომპანიის სული და გული იქნებით. დღე ეფექტურად ჩაივლის თუ საკუთარ ძალებს და პოტენციალს მიმართავთ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს – დღევანდელი დღე არ არის შესაფერისი კარდინალური ცვლილებებისთვის. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და სამეურნეო საქმიანობას.
კურო
კოლეგებთან, ახლობლებთან და მშობლებთან ურთიერთობაში გართულებები წარმოიქმნება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი საქმიანი აქტივობა ზემდეტ თავდაჯერებულობად ჩათვალონ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ, გადაჭერით სადაო საკითხები მეზობლებთან, საღამოსთვის სტუმრების მისაღებად მოემზადეთ. კარგად წაუვათ საქმე ფინანსისტებს.
ტყუპები
დღეს სერიოზულ მუშაობას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამო გაატაროთ ახლობელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში. თავბრუდამხვევი სამსახურებრივი რომანი გამოიწვევს ხელმძღვანელობის და კოლეგების უკმაყოფილებას. ფრთხილად იყავით ავტომობილთან.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება დაგიბრუნონ ვალი ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ მოიხიბლებით მაცდური წინადადებებით. კარგი დროა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვდერისა და საქმიანი პარტნიორობისთვის. წარმატებული იქნება კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.
ლომი
პრობლემა, რომელიც გაღელვებთ, დღეს ისევ შეგახსენებთ თავს. ძალიან ნაყოფიერი დღე იქნება. შესაფერისი მომენტია ექიმთან ვიზიტისა და აუცილებელი რეცეპტის მიღებისთვის. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.
ქალწული
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.
სასწორი
დღეს იყავით მშვიდი და ჩუმი. საღამოს შეუარეთ სტილისტს. სპროტული ვარჯიში შესაძლოა ტრავმით დასრულდეს. თქვენი განწყობა უკეთესი იქნება.
მორიელი
დაძაბული დღე იქნება დილიდანვე. დიდია ალბათობა იმისა, რომ ძველი ანგარიშების დახურვა მოგთხოვონ. კარგი მომენტია რემონტის ან ახალი ავეჯის შეძენისთვის. საღამოს კარგი იქნება სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მოვლენებით აქტიურ არ იქნება. საჭიროა ყურადღება მიაქციოთ პროფესიული ამოცანების გადაჭრას. სასარგებლო და სასიხარულო იქნება ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს.
თხის რქა
დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც დაკავშირებული იქნება ახლობელ ადამიანთან. საჭიროა ყურადღება მიაქციოთ პროფესიული საკითხების მოგვარებას. მოაგვარეთ სადაო საკითხები მეზობლებთან და თან სტუმრების მისაღებად მოემზადეთ. საღამოს გატარება სჯობს ოჯახურ გარემოში.
მერწყული
დღევანდელი დღე სიყვარულში, პაემანსა და სადღესასწაულო ღონისძიებებში წარმატებას გპირდებათ. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, თუ არ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც დაგავიწყებთ უსიამოვნებებს. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, დიდხანს ნუ მოიშორებთ თვალსაწიერიდან, რათა არ დაიკარგონ ან რამე არ იტკინონ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
თევზები
დღეს სასიცოცხლო ძალების და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობა გელით. ბევრი გადაუდებელი საქმე გექნებათ. მეგობრებთან საყვარელ ადამიანთან ერთად სტუმრობა არ ღირს, შესაძლოა მათ შორის კამათი მოხდეს. საღამო დაუთმეთ სიყვარულს და გართობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...