1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მტირალას პარკთან ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - გარდაცვლილია 5 ადამიანი

აჭარაში, ჩაქვში მომხდარი ავრიის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი ტურისტი, მეხუთე კი მათი მძღოლი იყო. 

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები