1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თოდაძის საქმეზე დააჯარიმეს

ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატის ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორმა დაზარალებულის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის დააჯარიმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ადვოკატი 1000 ლარით დაჯარიმდა

საქმე ეხება ილია ჯიშკარიანის განცხადებებს მთავარი არხის ეთერში, როცა მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა თამთა თოდაძესთან დაკავშირებული სხვადასხვა სისხლის სამართლის დეტალებზე. ამ საქმეებში თოდაძე დაზარალებული ან მსხვერპლია. მარიამ კუბლაშვილმა საჯარო გახადა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც.

თამთა თოდაძის ადვოკატი ტაბულასთან განმარტავს, რომ დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია. მარიამ კუბლაშვილი სწორედ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა საფუძვლების გარეშე დამუშავებისთვის დაჯარიმდა.

"საუბარია ავტოავარიის საქმეზე, სადაც მარიამ კუბლაშვილმა ძალიან დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს საქმეები საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, პირველად სწორედ მან გააჟღერა და სწორედ ამიტომ მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატს, რადგან მიგვაჩნდა, რომ დაირღვა თამთას უფლებები", - ამბობს თამარ ლუკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები