1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქო აზარტული თამაშების წინააღმდეგ


საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი განცხადებას აქვეყნებს:

 

 

ა.წ. 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით (UNISEF) გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დაინტერესებული პირები.

განხილულ იქნა ის პრობლემური საკითხები, რომელთა წინაშეც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირები და მათი ოჯახის წევრები მუდმივად იმყოფებიან. ყველა დათანხმდა იმ აზრს, რომ ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამო აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები