1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. გაუფრთხილდით ენერგიას და ტყუილად ნუ დახარჯავთ მას. თუ დასვენების საშუალება გაქვთ, ისარგებლეთ ამით. ბუნებაში გასვლა დაგეხმარებათ აღიდგინოთ ძალები, დაიმშვიდოთ ნერვები და დაიბრუნოთ კარგი განწყობა. საღამოს განმარტოვდით, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს ან წაიკითხეთ წიგნი.

კურო. დღეს ექსპერიმენტი მოაწყვეთ: უბრალოდ შეეცადეთ გიხაროდეთ. ძალიან მალე დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი. უპირველესი – ადამიანებთან ურთიერთობებია.

ტყუპები. ძალიან მსუყე დღე გელით. ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ თქვენს გზაზე. სულიერი სიმშვიდისა და საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნება კი ძალიან გაგიჭირდებათ. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით საყვარელი ადამიანისაგან.

კირჩხიბი. კარგი დღეა სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე არაჩვეულებრივი დღეა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. თქვენი ემოციები თქვენთვისვე შეინახეთ.

ლომი. კარგი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი შემდეგი წლისთვის. შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დკავშირებული პრობლემის მოგვარება.

ქალწული. ხელსაყრელი დღეა. მოგემატებათ ენერგია და შინაგანი მომხიბვლელობა, ასევე გარშემომყოფთა დარწმუნების უნარი. შესაძლოა დღეს დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ. მაგრამ სანამ თანხმობას განაცხადებთ, კარგად დაფიქრდით. შესაძლებელია გაუგებრობები ან უთანხმოებები პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. ასევე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშრებული დამღლელი საქმეები.

სასწორი. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. შინაგანი ხმის გასაგებად განმარტოვდით. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დაისვენებთ თუ საცურაო აუზს ან აბანოს ეწვევით. არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენება. ასევე უარი თქვით ჭარბ კვებაზე.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა. დღეს შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას, ასევე ახალი პროექტების შექმნას და ახალი საქმეების დაწყებას. აქტიური დღე გელით, რომელიც უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ელის შეხვედრა ადამიანთან, რომლის დახმარებითაც ცხოვრებაში მრავალი მიზნის მიღწევას შეძლებს.

მშვილდოსანი. ეს დღე არახელსაყრელი იქნება მშვილდოსნებისთვის. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ერიდეთ არასაჭირო საუბრებს. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს ითამაშებს. ამ დღის სიზმრები მალე ასრულებას გპირდებათ.

თხის რქა. ამ დღეს ნუ იმოქმედებთ დაუფიქრებლად. ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გაგიფუჭებთ. მოსალოდნელია წარმატება სასიყვარულო ურთიერთობებში. გზაზე სიფრთხილე გმართებთ, არსებობს საშიშროება ტრავმების მიღებისა.

მერწყული. დღეს სასიცოცხლო ენერგია ძალიან დაქვეითებული გექნებათ. არაა გამორიცხული გაუგებრობები პარტნიორებთან ურთიერთობებში, რის შედეგადაც საქმე დაზარალდება. მამაკაცი მერწულებისთვის არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან გეგმები, რომლებიც ერთი შეხედვით პერპექტიულად გამოიყურებოდა, გადახედვას საჭიროებენ. მანდილოსანი მერწულებისთვის არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა, ან სასურველის რეალობად აღქმა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გართულებები, რაც იმედგაცრუებას მოგიტანთ.

თევზები. ხელსაყრელი დღეა. თევზებს დღეს ბედი გაგიღიმებთ. თქვენი ოცნება ძალიან  მალე შეიძლება ასრულდეს. მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში სრული ურთიერთგაგება გელით. დღეს საყვარელი საქმით დკავდით, ასევე შეეცადეთ ყურადღება დაუთმოთ ბავშვებს და ასაკოვან მშობლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...