1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“კარგად დააკვირდით ფოტოს, მასზე პოტენციურ თვითმკვლელ ბავშვს ხედავთ… არც კი ვიცი, ან როგორ მოვედი აქამდე…”

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

კარგად დააკვირდით ფოტოს, მასზე თქვენ 14 თუ 15 წლის, მორიგ პოტენციურ თვითმკვლელ ბავშვს ხედავთ…

ამ პერიოდში, როცა გარდატეხის ასაკი მთელი სიმძაფრით დააწვა ჩემს ფსიქიკას, თითქოს წინააღმდეგობაში მოვედი სრულიად სამყაროსთან! თავი ყველაზე უშნო მეგონა, ყველაზე უინტერესოც, რომლის თავში მხოლოდ ბევრი, ბევრი წიგნი იყო ჩატენილი და მეტი არაფერი. ვერც თანატოლებთან ვხედავდი საერთოს, მშობლების ნებიამიერ შენიშვნაზე – მათი დანახვაც აღარ მინდოდა. ჩემი მაშინდელი ჩანაწერები რომ გენახათ – შეძრწუნდებოდით: ლექსები, პროზა, ნახატები – ყველაფერი სუიციდის თემატიკაზე!

როგორ გავწელე პროცესი არც კი ვიცი, ან როგორ მოვედი აქამდე… ალბათ გადამწყვეტ მომენტებში ისევ ჩემივე თანდაყოლილი ოპტიმიზმი მშველოდა და იმედი, რომ ოდესმე შევცვლიდი ჩემს შიშებს, კომპლექსებს, მუდმივად დამალული, მდუმარე, ჩრდილში მყოფი და მორცხვი აღარ ვიქნებოდი და ყველასგან გარიყული, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყოდი ბოლოს…

გუშინ 15 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სხვა უამრავ 15 წლის ბავშვს, რომლებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან – შველა სჭირდებათ, ყურადღება, თანადგომა და მხარდაჭერა!

და არა, “სასიკდვილოდ გაწირვა” მხოლოდ დირექტორის, რომელმაც შეიძლება უსაფრთხოების მიზნით გამოიძახა პოლიცია! არც ის ვიცით ზუსტად, გამომძიებელთან რა სახის ინტერვიუ შედგა… ჰო, საშინლად მძიმეა ეს ყველაფერი და ახლა ყველაზე მეტად – სხვა, მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვების გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ… პრიორიტეტებია სწორად გადასანაწილებელი, ერთი და ორი ადამიანის დასჯით ასეთი მასშტაბური პრობლემა არ გვარდება… თითოეული ჩვენგანი, სისტემა, სახელმწიფოა დამნაშავე და არა ერთეულები.

თორემ სხვა რომ სხვის ომში ბრძენია – ეს დიდი ხნის წინ თქვა ბრძენმა კაცმა.
მას შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა და დიდად არაფერი შეცვლილა…


კომენტარები

მსგავსი სიახლეები