1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ"-კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა კვლავ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას, კუხიანიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „სიტუაცია განიმუხტოს“.

„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად. ჩათვალეს, რომ ჩემი ქმედება აზიანებს გუნდს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს“,- განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გარდა ამისა, ის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობის პოსტსაც დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები