1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მიხეილ ბატიაშვილზე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს"

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, მისი მშობლის საქმესთან პირდაპირ კავშირშია და შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს:

„განათლების მინისტრის გადადგომას ვუკავშირებ მის საქმეს, ვინაიდან მან დაუშავა ძალიან დიდი შეცდომა და ამავდროულად ჩაიდინა დანაშაული, როდესაც თავს დაესხა სკოლა და გამოიწვია ამ ადამიანის გარდაცვალება. მაშინვე არ გაუშვეს თანამდებობიდან, არ უნდოდათ პირდაპირ არ დაეკავშირებინათ ამ ფაქტისთვის თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ია კერზაიას საქმეს, იმას რომ ჩვენს უკვე სტრასბურგში შევიტანეთ სარჩელი. მათ დამოკლეს მახვილივით ჰყავდათ მთავრობის წევრად ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად მკვლელობაში, იყო ეჭვმიტანილი და ბრალდებული და რაც მთავარია ბატიაშვილი იყო ამ საქმის მთავარი შემოქმედი. ამიტომ მათ შეარჩიეს დრო და გაათავისუფლეს, სხვას ვერაფერს მიეწერება ადამიანი რეფორმატორად არის წარმოჩენილი და ყველას ახსოვს მას რაღაცა გრძელვადიანი პროექტები წარადგინა და უცებ ტოვებს თანამდებობას. 

საბოლოო ჯამში ეს წაადგება ჩვენს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ბატიაშვილი გადააყენეს, მას გადადგომა რომ სდომოდა შარშან გადადგებოდა, ახლა შეარჩიეს შესაფერისი დრო, რასაც ჩვენ ველოდებით უკვე დიდი ხანია. ​ამ მთავრობის პირობებში ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია მიხეილ ბატიაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რასაც ვფიქრობ რომ სტრასბურგის სასამართლო დააჩქარებს“, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...