1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ნათია ყვებოდა – ღამე წამიყვანა მტკვარზე და მითხრა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი ეს წყალი შენ გვამს აატივტივებსო” – ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ნათია გოგოლაძის და ამბობს, რომ ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე მეუღლესა და შვილებზე სისტემატიურად ძალადობდა.

მისი თქმით, დეკანოიძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

“ზოგადად ეჭვიანი იყო. ნათია ყვებოდა – ერთხელ ღამე წამიყვანა მტკვარზე, იარაღიც ჰქონდაოო და მითხრა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი ეს წყალი შენ გვამს აატივტივებსო. ადრე ნასვამა წყლის გრაფინი ჩაარტყა თავში ნაკერებიც ჰქონდა. მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც დაადებინეს. ამ შემთხვევის შემდეგ დაშორდნენ. შვილებით მანიპულირებდა, წერდა რომ ბავშვებს აღარ აჩვენებდა. მერე მანქანის ყიდვა მოსთხოვა უარი რომ მიიღო ბაშვებთან კონტაქტი აუკრძალა, მერე ნათია ჩამოვიდა საქართველოში და ბავშვები წამოვიყვანეთ, თვითონ ბავშვებს აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა და ამან გააღიზიანა. განქორწინების შემდეგაც სისტემეტიურად ძალაოდბდა, როგორც ნათიაზე ისე შვილებზე. განსაკუთრებით გოგოს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენისნაირი გაიზრდებიო”, – აცხადებს “რუსთავი 2”-თან საუბარში გარდაცვლილი ნათია გოგოლაძის და.

11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...