1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვანიკო თარხნიშვილს მთავარ არხზე ვიხილავთ – რა გადაცემას წაიყვანს ტელეწამყვანი?

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “სარკესთან” არხის ბადესა და ახალ გადაცემებზე საუბრობს.

“ახალი არხის აწყობას თან ახლდა დიდი სიჩქარე, დიდი სტრესი და ეს იყო უმძიმესი ერთი თვე. ცხოვრებაში ასეთი მძიმე პერიოდი არ მქონია. ძალიან ბევრი ღამე არ მეძინა და ახლაც გამოფიტული ვარ.

სამსახურში ვზივარ მთელი დღე და მე და ეკა კვესიტაძე ეთერს ვავსებთ პოლიტიკური თოქშოუებით. მალე აღარ იქნება ამდენი პოლიტიკა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა, სანამ ორშაბათის შოუ დაიწყება, რომელსაც წაიყვანს ილო ბეროშვილი , ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი. მხოლოდ ქართულიც იქნება წელს სიურპრიზად და ბოლო ლურსმანს ჩავაჭედებთ ზოგიერთის არ ვიცი რაში მაგრამ მაინც.

სამშაბათს იქნება ეკა კვესიტაძის პოლიტიკური თოქ შოუ, ოთხშაბათს არის ნანუკა. ხუთშაბათს ჯერჯერობით მე ვზივარ, მაგრამ მალე ამ დღეს იქნება ნანუკას პროდიუსინგით ფანტასტიკური გადაცემა, რომელიც მე მიყვარს, ჩემი მოგონილი ფორმატია და რ2-ზე მქონდა დანერგილი . ამ გადაცემას წაიყვანენ ნატია ტრაპაიძე და მიშა სესიაშვილი. ვორქ შოპები რომ გვქონდა, ისეთი იქნება. გახდება ყოველკვირეული გადაცემა, სადაც ყოველი კვირის აქტუალური თემა გაშუქდება.

პარასკევს ვანო ჯავახიშვილია და ვანოს შემდეგ გვინდა რამე საინტერესო ჩავუშვათ. შაბათი კომედი ჯგუფისაა და როგორც დალაგდება სიტუაცია, ნოდარ მელაძის შაბათის კურიერიც აღდგება. კვირას მე და ეკა ვართ, გაბუნიას “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ.

დილა გვექნება არაჩვეულებრივი და ასევე “სხვა შუაღამე”, რომელიც ისევდაისევ ჩემი მოგონილი ფორმატია. გვექნება “შუადღეც” მხოლოდ შაბათ-კვირას, რომელიც იქნება ძალიან მაგარი. პირველი იქნება მწერლების-მეორე შოუ კი კულტურას მიეძღვნება, სადაც იჯდება მარინა ბერიძე და სხვები.

მაგარი იდეები გვაქვს და მალე დღის მეორე ნახევარში ყველაფრით დაიტვირთება ტელევიზია, მათ შორის სერიალებით და მერე უყურეთ რეიტინგებს” – ამბობს ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...