1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. ის უწყებაში ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები