1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რაც პირდაპი დამოკიდებულია მოქალაქეების შემოსავლის წყაროსთან, ჩვენს ინტერესებში კი, ეს ყველაფერი შედის. 

„რაც შეეხება ზუსტ მომენტს, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება მეტი ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს შემოსავლის სახით ჰქონდეს, მათ შორის, ამ ფრენებით საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება ეს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა - დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველომ და რუსეთმა  უნდა დააფიქსირონ მომენტი, როდესაც მათთვის მოსახერხებელი იქნება ავიამიმოსვლის განახლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები