1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნოდარ მელაძე: მამუკა მდინარაძის ინიციტივით, ქართული ოცნების დეპუტატები მთავარ არხს ინტერვიუს არ აძლევენ

"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, მათი არხის ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატები ინტერვიუს არ აძლევენ.

"!!! მამუკა მდინარაძის ინიციტივით, ქართული ოცნების დეპუტატები მთავარ არხს ინტერვიუს არ აძლევენ. პარტიული ვერტიკალის ამ გადაწყვეტიულებით შეწუხებულმა დეპუტატმა კი პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ბოიკოტირების ამბავი მათ ჩატით აცნობეს და აუკრძალეს ჩვენს კითხვებზე პასუხი გაცემა.

!!! როდესაც ინფორმაციას ვაზუსტებთ რომელიმე პრესცენტრთან, ამბავს მალავს, არ გვპასუხობს და ჩვენს ინფორმაციას სამთავრობო მედიას ეუბნება (გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც და მიმოწერის ფოტოასლებიც)

!!! პრესცენტრების ნაწილი განზრახ არ გვეუბნება მათ ღონისძიებებს, ვითომ გამორჩათ...

საინტესოა ომში მუშაობა, მაინც სასწრაფოზე ადრე მივდივართ გადასაღებ მოედანზე...

რაც დავწერე, მტკიცებულებებს ვამზადებთ, ვთარგმნით და გავუგზავნით, საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, არასამთავრობეობს და დიპკორპუსს,"- ნათქვამია ნოდარ მელაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები