1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ მასშტაბურ შემოქმედებით კონკურსს იწყებს

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი აიღო და კონკურსანტებს უკვე დღეიდან ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

სასტუმრო რედისონში, გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრეს.

#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელმაც სტარტი უკვე აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში.  კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი.  გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„#ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებითი კონკურსი, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს ქალაქების პოპულარიზაციას და სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს გადაიღონ ფოტო ან მოკლე ვიდეო და უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ქალაქის ხასითი, გაგვაცნონ ჩვენთვის ჯერ კიდევ, უცნობი თუ ნაცნობი საინტერესო მხარეებით. კონკურსის გამარჯვებულებს კომპტენტური ჟიური გამოავლენს, საპრზიო ფონდი შეადგენს 10 ათას ლარს, რომელიც სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას““ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი "ბორჯომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანიკო კუპრაშვილი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახო ერთი დიდი ქალაქი, და ეს ქალაქი რამდენად სხვადასხვანაირი და მნიშვნელოვანია თითეული მცხოვრებისთვის. მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, რომ აღმოვაჩინოთ ახალი სივრცეეები და ახალი ხასიათი უკვე კარგად ნაცნობი ქალაქების. ჩემთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება აღმოვაჩინო ისეთი ქალაქი, სადაც არ ვყოფილვარ. მართალია, ასეთი ალბათ, ძალიან ცოტა იქნება, თუმცა უკვე კარგად  ნაცნობ ქალაქში, სადაც მე ახალს დავინახავ ან დამანახებენ, ეს ძალიან საინტერესოა,“ -  აღნიშნავს ჟიურის წევრი, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი.

 „ეს ორმაგად საამაყოა, წარმოადგენდე ისეთ ბრენდს როგორიცაა ქართული მინირალური წყალი „ბორჯომი“, და ამასთან ერთად წარმოაჩენდე შენი ქალაქის ხასიათს. ძალიან მიხარია, რომ მივიღე ამ პროექტში მონაწილოება, დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში  საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ვიდეო თუ ფოტო მასალის ნახვის შეაძლებლობა გვექნება. ვფირობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით,“ - გვითხრა პროექტში ჩართულმა ირაკლი გაფრინდაშვილმა, რომელმაც კონკურსს მიღმა გადაღებული  პატარა ვიდეო რგოლით „თბილისის“ ხასიათი საუკეთესოდ  წარმოაგვიჩინა.

პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...