2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არსებული საქმის წარმოება საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, რაც მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

   "გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რომელსაც ჩვენვე ვაწარმოებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე "თიბისი ბანკის" მიმართ შეწყდა, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებდნენ დავას. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, თითქოსდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ ვერანაირი დაფინანსება მას და მისი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მიეღოთ, ასეთი აკრძალვა თითქოსდა არ ლახავს მათ უფლებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საბოლოოა. იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან და არამარტო ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.      
   მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არსებული საქმის წარმოება საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, რაც მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები