2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი” – დედის მიმართვა, რომლის შვილიც “ლურჯ ვეშაპს” ემსხვერპლა

ნანა ბერძენიშვილი, რომლის ქალიშვილიც, 13 წლის ელენე, ორი წლის წინ ონლაინთამაშ “ლურჯ ვეშაპს” ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ნანა ბერძენიშვილი თინეიჯერების მშობლებს მიმართავს და მათ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“2 წელი ელენეს გარეშე…

პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.
ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამეტე სართულის ფანჯარა, ელენს ოთახის ფანჯარა…
დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში…. ვერ ვიჯერებდი როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან… შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის…

მეორედ ელენე მომიკვდა მაშინ როდესაც 30 აგვისტოს გამთენიისას (როცა ელენე უკვე სახლში იყო მოსვენებული) წამიერად გავითიშე… მზის შუქმა გამაღვიძა და პირველი აზრი, რომელიც მომივიდა იყო ის, რომ ელენეს ოთახში უნდა შევსულიყავი დილა მშვიდობისა მეთქვა და მეკოცნა (ისე როგორ ყოველთვის), წამის მეათასადში მივხვდი, რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო… მაშინ მეორედ მომიკვდა…

მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ქვაზე დახატეს, დახატეს და საამქროში დაგვიბარეს, მობრძანდით დავასრულეთო… ვუყურებდი ჩემი შვილის სურათს მარმარილოს შავ ქვაზე გამოსახულს და მივხვდი, რომ ეს იყო პიკი, უკან დასახევი გზა აღარ არის…. ელენე დახატეს მარმარილოს ქვაზე, მაშინ მესამე მანიფესტი იყო მისი სიკვდილის. ვიდექი და კი არ ვტიროდი, ვხაოდი როცა, მას ამ ქვაზე დახატულს ვუყურებდი… იქვე საამქროში ვიღაც ქალი იდგა და კომენტარი გააკეთა: „ვაიმე რა კარგად დახატესო, როგორც ჰგავს სურათსო“….

კიდევ ბევრი რამ იყოს ამ 2 წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა…. მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორედ კი ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქვრე….

რატომ გიზიარებთ ამას – “ლურჯი ვეშაპი” მკვლელია და მათ, ვისაც გყავთ თინეიჯერები გმართებთ დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ, ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით, რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს… აუხსენით რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არაფერი არ დაემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...