2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ყველა საქმე დღეს დაასრულეთ, ხვალ კი დაისვენეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების მოსაზრებებს. 

კურო - ყველაფრის მიტოვება და მოგზაურობა გსურთ. იმედია, გამგზავრებამდე საყვარელ ადამიანს შეურიგდებით, დრო სასიამოვნოდ რომ გაატაროთ. 

ტყუპი - ეცადეთ, საქმეებზე შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. დღეს მუშაობა და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

კირჩხიბი - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ნუ გადაიღლებით, მინიმუმამდე შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები და საუბრები. 

ლომი - საინტერესო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილთან შეიძლება ან რომანტიკული ურთიერთობა გააგრძელოთ, ან შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. 

ქალწული - კარგი დღეა -0:00ახლის გასაგებად, ცოდნის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 

სასწორი - მარტოხელები კარგი განწყობითა და ღიმილით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. შეყვარებულება საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი - თავგადასავლებისა დღეა. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე დაოჯახებას ეხება. 

მშვილდოსანი - ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. საღამო გაატარეთ სახლში, მეუღლესთან ერთად მოაწესრიგეთ ბინა, საკუთარი ოთახი. 

თხის რქა - ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაძაბული დღე გელით, გადაწყვეტილებები საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული - სიყვარულისა და სიხარულის დღეა. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებს ნუ დაუმალავთ. გაანებივრეთ გემრიელობით, მზრუნველობით. 

თევზები - საოჯახო საყიდლებისთვის კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები