0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს... მერე რა, რომ შვილი მყავს - შვილს თავისი ცხოვრება აქვს"

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, დღეს მომხდარ ტრაგიკულ ამბავს, ჟურნალისტის ნანა ნადირაძის გაუსაძლის პირობებში გარდაცვალებას, ასეთი შინაარსის პოსტს უძღვნის:

 

"როდესმე მეც ასე მიპოვნიან, დამდნარს, დამჭკნარს, მარტოს, გაყინულს...
მერე რა, რომ შვილი მყავს - შვილს თავისი ცხოვრება აქვს და არ დავუშვებ, ჩემს მომვლელად ყოფნაში გალიოს წლები...
როდესმე მეც ასე მიპოვნიან და ამაოდ ეცდებიან ჩემი გაყინული სხეულის გასწორებას...
ვფიქრობ, რომელი პროფესია ფასდება და არ ვიცი...
ვფიქრობ, რას გავაკეთებ, როცა ტექნოლოგიებს ვეღარ გავწვდები დაბერებული თითებით, როცა ვეღარ დავწერ დაბერებული თითებით და - არ ვიცი ..
მერე რა, რომ შვილი მყავს?
როცა საღამოს, არა - ღამით - სახლში მივდივარ და თან ვიცვლი, თან ვბანაობ, თან ვჭამ, თან მეგობრებს ვპასუხობ, თან ნიუსებს ვუყურებ - უცებ, გამახსენდება, რომ ჩემი შვილი მარტო იყო მთელი დღე, ყველაფერს გადავდევ, შევდივარ და ცოტა ხნით ვეხუტები, ცოტა ხნით, რადგან - დილით ისევ სამსახურში უნდა წავიდე...
რა მოვთხოვო და რატომ მოვთხოვო ჩემს შვილს, რომელიც მთელი დღე ვერ მხედავს და საფასურად, მარტო ყოფნის, მარტო გაზრდის საფასურად - წვენი მიმაქვს და პური?

ოდესმე, მეც ასე მიპოვნიან, მარტოს, დამდნარს, დამჭკნარს, გაყინულს...

სხვა ქვეყნებშიც კვდებიან...
სხვა ქვეყნებშიც ჭკნებიან და დნებიან..

ოღონდ იქ - ჯერ ც ხოვრობენ, ჯერ ცოცხლობენ და მერე კვდებიან...ჩვენ ნელ-ნელა და დიდხანს, ნელ-ნელა და დაუფასებლად ვკვდებით, ნელ-ნელა და უცხოვრებლად, თვეობით, წლობით ვკვდებით...

ჟურნალისტი, ნანა ნადირაძე გარდაიცვალა... 
ისეთი ფოტოები ვნახე, დიდხანს კვდებოდა, ვიცი...
ბევრი კვდება დღეს ასე, თვეობით, წლობით ...

მანამდე კი - ვშრომობთ, ყოველდღიური საკვებისთვის, გადასახადებისთვის...
სიბერისთვის - არა!
სიბერისთვის - ვერა!
სიბერეში მარტოს გვტოვებს სახელმწიფო, დასადნობად, დასაჭკნობად...
სანამ შრომა შეგვიძლია - გადასახადებს ვიხდით, რაც მთავარია, ვიხდით, ვიხდით დაუსრულებელ ბეგარებს...
ვყიდულობთ უვარგის და მაინც ძვირადღირებულ პროდუქტს..
უვარგის და მაინც ძვირადღირებულ მედიკამენტებს...
ვყიდულობთ ყვეელაფერს, რასაც სახელმწიფო გვყიდის ძვირად და მაინც უვარგისს...
და მერე ვრჩებით უქონელნი, უვარგისნი, დამჭკნარნი და ვკვდებით, თვეობით, წლობით, ვკვდებით ისე - ცხოვრებას ვერ ვასწრებთ...

ბოდიში, ქალბატობო ნანა, ბოდიში, რომ ვერ ავაშენეთ უკეთესი ქვეყანა... 
ოდესღაც თქვენც იცინოდით, ჩემსავით...
ოდესმე, მეც ვეღარ შევძლებ გაღიმებას...
ბოდიში, ჩემს შვილს, მარტო რომ ზრდის თავს, უჩემოდ, პურის და წვენის საფასურად.. 
ბოდიში მე... იმისთვის, რაც მელოდება...
ვერ ვნახეთ ძალა - უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად...

და მადლობა ყველაას, ვისაც არსებული რეალობა მოგწონთ, ვისაც - ასე აშენებული, თუ ასე დანგრეული ქვეყანა მოგწონთ და ყველა საყვედურისთვის მლანძღავთ, ან გვერდს მივლით - თქვენ რომ არა - მომავალს, ასე ნათლად უმომავლოდ ვერ დავინახავდი!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...