0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" 15 ივნისს, ბათუმში გამართულ "ზაფხულის ფესტივალი 2019"- ში მიიღო მონაწილეობა

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" 15 ივნისს, ბათუმში გამართულ "ზაფხულის ფესტივალი 2019"- ში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე კომპანია სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი როგორც ლუდის, ასევე ლიმონათის, ენერგეტიკული სასმელებისა და ნატურალური წვენების მიმართულებით. 

ფესტივალი,  15 ივნისს, ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ  გაიმართა, რომლითაც საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლი გაფორმდა თემატური  საზაფხულო დეკორაციით და ინსტალაციებით, გაიმართა ფრანებისა და ფარნების შოუ, მოეწყო დღისა და ღამის ეფექტური ფოიერვერკი.  ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაზე კი ზრუნავდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები.

"მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბათუმიდან ვაუწყებთ ყველას, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და გართობისა და დასვენების დრო მოვიდა. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ამაყები ვართ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას ავღნიშნავთ ქალაქში, რომელიც "ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდა.  სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გაზაფხული-ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება. ჩვენ მზად ვართ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ და უფრო მეტი ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი გამოვიტანოთ ბაზარზე", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე

15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში  სანაპიროზე ფუნქციონირებდა  ღია კაფეები და ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იყო შესაძლებელი. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...