0 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმეების შესრულებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება და სიფრთხილე. ნუ გაიჭრებით საბრძოლველად თუ დაცული და ინფორმინებული არ ხართ. 
კურო
წარმატების მიღწევა თუ გსურთ, თანამშრომლობაც უნდა შეგეძლოთ. ეცადეთ, კოლექტივზეც იფიქროთ და არა მარტო საკუთარ თავზე. ბიზნესში აგრესიის გარეშე უნდა დაიცვათ საკუთარი უფლებები. ჩაცმულობაში მოერიდეთ მკვეთრი ფერების გამოყენებას, აგრეთვე, - გამომწვევ აქსესუარებსა და პარფიუმს. 

ტყუპი
დისციპლინა და თანმიმდევრობა უნდა გამოიმუშაოთ. სასურველია, დღევანდელი დღე სამსახურის საქმეებს დაუთმოთ. ეცადეთ, ნაკლებად გამოავლინოთ ინიციატივა და დაექვემდებაროთ ინსტრუქციებსა და წესებს. 

კირჩხიბი
პლანეტების მფარველობის ქვეშ ხართ და ცვლილებებს ნუ შეუშინდებით. შეიძლება შეგეცვალოთ განრიგი, მოულოდნელი შედეგით დასრულდეს შეხვედრა. პირად ცხოვრებაში მეტად დააფასეთ ერთგულება და მზრუნველობა. 

ლომი
ხელშეკრულებებისა და პროექტების განხილვა-მოგვარების დღეა. შეამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები, გადახედეთ ფინანსურ დოკუმენტებს. რაც უფრო თვითკრიტიკული იქნებით მით უკეთესია. 

ქალწული
ზედაპირულ ინფორმაციებს ნუ დაუჯერებთ, დაუკვირდით და ჩაუღრმავდით დეტალებს. შეიძლება ყველაფერი ისე სწრაფად არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურდათ. კრიტიკული უნდა იყოთ სახლიც და სამსახურშიც. 

სასწორი
გააზრებული და ბრძნული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ფული მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ. დააზღვიეთ უძრავი ქონება, ძვირფასეულობა. ზოგიერთი ძველმანების მაღაზიაში საკოლექციო და რარიტეტულ ნივთებს მიაგნებს. 

მორიელი
ენერგიულ ნიშნებს საქმეების მოგვარებაში ხელს არაფერი შეუშლის. ზარმაცები კი ენერგიის დაზოგვას შეეცდებიან. ცოდნა-გამოცდილება კომპეტენტური ადამიანებისგან უნდა მიიღოთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ წესები და დაემორჩილოთ ინსტრუქციებს. 

მშვილდოსანი
უსაფრთხოება და დაცულობა უნდა იყოს დღეს თქვენი მთავარი მიზანი. კარგი დღეა რემონტის დასწყებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და გარკვეულ დახმარებას (მატერიალურს, რჩევას) მათგანაც მიიღებთ. 

თხის რქა
ნუ შეუშლით გარშემო მყოფებს ხელს მუშაობაში და თქვენი ოცნებების ასრულებაში. ნუ ხართ ყველაფრის მიმართ პესიმისტურად განწყობილი. ზოგიერთი წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის კომპენსაციას მიიღებს. 

მერწყული
ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, სიახლეებს. მთავარია, იპოვოთ საიმედო საყრდენი ან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ზოგიერთს მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყური დაუგდეთ პროფესიონალების რჩევას. 

თევზები
სანამ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გამოასწორებთ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ანალიზისა და კვლევისთვის. ზოგიერთს პროფესიულ და იურიდიულ საკითხებში მოუწევს გარკვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...