2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე, დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.

პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა დისტანციურად მაინც მესამე პრეზიდენტს ჩვენების მიცემის საშუალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები