1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

” მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”- “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, აშშ-ს საელჩოს ინციდენტზე სადაც ის TV პირველის დამფუძნებელს ფიზიკურად გაუსწორდა, პირველ კომენტარს აკეთებს.

„ამერიკელებთან და ჩემს კოლეგებთან ყოფნის დროს ის მოვიდა, ძალიან მთხოვა, რომ 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.

საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე” – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, “ტვ პირველის” მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.

წერეთელი ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ისე რომ მიზეზის გარკვევაც ვერ შეძლო.

  • “მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მოიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ეს ლაჩრები. ელჩი იყო ალბათ 50 მეტრში, სავარაუდოდ” – ამბობს ვატო წერეთელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები