1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიენიჭოს საქართველოს სტატუსი, როცა მთავრობა პრიორიტეტებს შეასრულებს – ევროპული პარლამენტი

ევროპული პარლამენტი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას ემხრობა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხარს უჭერს, კანდიდატის სტატუსის გადაცემას მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ევროკომისიის მიერ შედგენილ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს.

“რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც ევროპულ საბჭოს 2022 წლის 23-24 ივნისს შეხვდებიან, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას დაუყოვნებლივ, და იგივე სტატუსი მიანიჭონ საქართველოს მაშინ, როცა მისი მთავრობა შეასრულებს ევროპულ კომისიის მოსაზრებაში მითითებულ პრიორიტეტებს”. – ნათქვამია  რეზოლუციაში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ”როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, საქარტველოს კანდიდატს სტატუსი ავტომატურად მიენიჭება”.

“ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ქართველებმა მას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ, ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და განრიგი. განაგრძეთ ამაზე მუშაობა. თქვენ კარგ გზაზე ხართ.

ზუსტად, როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება.”-თქვა, ბორელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები