1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ისინი აკომენტარებენ, ვისაც თავის დროზე გვერდში დავუდექი...“ - ზვიად ციკოლიას სტატუსმა სოც.ქსელი აახმაურა

საათებისა და მანქანების ცნობილმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ მას ბევრი სთხოვს დახმარებას:

„ზოგი ლა სკალაში სწავლის დაფინანსებას მთხოვს, ზოგიც კოლუმბიის უნივერსიტეტში. ქართულ სასწავლებლებზე ხომ საერთოდ აღარც არაფერს ვიტყვი, 200-300 ლარიანები რამდენი მწერს. ჩემი რჩევაა, პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთ…“

ზვიად ციკოლიას ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. დაწერეს, რომ ცნობილ დიზაინერს ასეთი სტატუსები არ შეშვენის.

ახლახან ზვიადმა ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თავისი მოსაზრება განმარტა:

„ჩემს პოსტს „დაფინანსებაზე“, ვისაც როგორი სურვილი აქვს, ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, თავისი ნებაა. რაც შეეხება ქილიკს, ეგ თემა ჩემგან საერთოდ შორსაა. თქვენი დროის დაზოგვაზე იყო იქ საუბარი, თუმცა კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო. და კიდევ, ისინი აკომენტარებენ, ვისაც თავის დროზე გვერდში დავუდექი. დასკვნები გაკეთებულია…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები