1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავითულიანი: აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც

„აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა პარტიასთან „აფილირებული“ ადამიანები იყვნენ და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან.“

რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ

 

„მოსახლეობის 80 პროცენტი ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან. ისინი იყვნენ იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

პირველ შეფასებას აქციაზე მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე აკეთებს – “საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული”

აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ.“– განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები