1 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე

“გირჩი–მეტი თავისუფლება“–ს ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა: “მადლობა ყველას, ვინც გამოხვედით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს სირცხვილია • Shame Movement განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც გადააბიჯეთ რაღაცებს, გადაყლაპეთ რაღაცები, დათმეთ რაღაცები და დღეს, აქ გაარჩიეთ მთავარი მეორე ხარისხოვნისგან. მნიშვნელოვანი დღე იყო. მადლობა, რომ რწმენას არ ჰკარგავთ, მიუხედავად ყველაფრისა. რწმენას, რომ ეს ქვეყანა გახდება უკეთესი, გახდება თავისუფალი, მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე. მადლობა ამ არჩევნისთვის, რთული არჩევნისთვის. მადლობა, რომ აჩვენეთ – ვისია ეს ქვეყანა, რომ ის არ არის მოძალადე სირების, არ არის ჩმორების, არ არის უსინდისო ნაძირლების, ყველაფერი გამოგვივა. ვერ მოიგებს აქ რუსეთი. არ გამოვა ამ ქვეყნიდან ჩეჩნეთი. დედას ვუტირებთ!“– წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები