1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვახტანგ ჯავახაძის სიტყვებით გეტყვით: „მე მხოლოდ დიდმა სიხარულმა გამათამამა, კარგი არა ვარ, მაგრამ კარგი შვილის მამა ვარ“ - გიორგი კაპანაძე

 

„ვიცი რომ მოქალაქეთა ნაწილში პოლიტიკოსის სიტყვამ ფასი დაკარგა. ზოგჯერ, ამომრჩევლები, სრულიად სამართლიანადაც გვაკრიტიკებენ და ეს უნდა ავიტანოთ. თუმცა, მჯერა რომ შეგვიძლია ერთნამეთისაგან გავარჩიოთ ცუდი და კარგი, ტყუილი და სიმართლე, სიყალბე და გულწრფელობა, ორგულობა და ერთგულება...

არ ვამბობ რომ შეცდომები არ დამიშვია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ ვამაყობ ჩემი ოჯახით, შვილებით, სამშობლოთი... ვამაყობ იმით რომ ვცდილობ ვიყო ყოველთვის წინა ხაზზე და გულწრფელი, არ ვცდილობ საზოგადოების, ხალხის მოტყუებას...“  - ამბობს მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

აიტივი: გიორგი, ძირითადად კორუფციულ საკითხებზე მუშაობთ. ერთერთი პირველი იყავით, ვინც ხმაურიანი კორუფციული სქემების შესახებ მიაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულობებზეც...

გიორგი კაპანაძე: 25 წელია თვალს ვადევნებ პოლიტიკას, ან ახლოდან ვაკვირდები ან უშუალოდ ვმონაწილეობ გარკვეულ პროცესებში. ამიტომ, არ არის გასაკვირი რომ ბევრი რამ ვიცი და ბევრი რამ მახსოვს კიდევაც.

მათ შორის, ცხადია, ჩემი ძირითადი მიმართულება ანტიკორუფციული საკითხებია. ვცდილობ ყოველთვის მყარად, არგუმენტებით და მტკიცებულებებით ვისაუბრო. ჩემი აზრით, კორუფცია ყველაზე დიდი სენია მათ შორის, რომელიც ამ ქვეყანას სჭირს, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ხალხის გაღარიბებას.

- ამავე დროს, საკმაოდ პრინციპულად იცავთ ხოლმე საკუთარ პოზიციებს, ყოველთვის წინა ხაზზე ხართ და აქტიურად უჭერთ მხარს მესამე პრეზიდენტს...

- დიახ, მესამე პრეზიდენტი გადასარჩენია და ჩემი აზრით, ყველას ვალია რომ აღარ გავიმეოროთ ისტორიული ტრაგედია. შეცდომა, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით დავუშვით, მთელი ერის ტრაგედიაა და ნამდვილად აღარ გვჭირდება იგივე წრეზე წასვლა.

ზოგადად კი, პირადად მე, ვიბრძვი იმისათვის რომ შევცვალოთ სისტემა უკეთესობისაკენ, რათა სახელმწიფოც და ხელისუფლებაც გახდეს არა საკუთარ ჯიბეზე, ფუფუნებასა თუ ბიუჯეტის ფულის სახლში წაღებაზე, არამედ, ხალხზე, მოქალაქეზე ორიენტირებული.

ორი შვილი მყავს. ანი აბიტურიენტია, ბაბი ჯერ 10 წლისაა და ჩემი აქტიურობის და ბრძოლის დიდი ნაწილიც სწორედ იმას მიემართება რომ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ.

ვიცი რომ მოქალაქეთა ნაწილში პოლიტიკოსის სიტყვამ ფასი დაკარგა. ზოგჯერ, ამომრჩევლები, სრულიად სამართლიანადაც გვაკრიტიკებენ და ეს უნდა ავიტანოთ. თუმცა, მჯერა რომ შეგვიძლია ერთნამეთისაგან გავარჩიოთ ცუდი და კარგი, ტყუილი და სიმართლე, სიყალბე და გულწრფელობა, ორგულობა და ერთგულება...

არ ვამბობ რომ შეცდომები არ დამიშვია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ ვამაყობ ჩემი ოჯახით, ცოლით, შვილებით, სამშობლოთი... ვამაყობ იმით რომ ყოველთვის ვცდილობ ვიყო წინა ხაზზე და გულწრფელი, არ ვცდილობ საზოგადოების, ხალხის მოტყუებას...

ბატონი ვახტანგ ჯავახაძის სიტყვებით გეტყვით: „მე მხოლოდ დიდმა სიხარულმა გამათამამა, კარგი არა ვარ, მაგრამ კარგი შვილის მამა ვარ“...        

- გიორგი, სიღარიბე და უმუშევრობა იზრდება, ხალხი ქვეყნიდან გარბის, ლარი უფასურდება, თუმცა, ხელისუფლება მაინც მესამე წრეზე წავიდა და მგონი მეოთხეზეც აპირებს წასვლას...

- ბევრჯერ მითქვამს და არც ახლა მოვერიდები ვთქვა სიმართლე: დღეს, ხელისუფლება სუსტი კი არა, ძალიან სუსტია, მაგრამ ჩვენ, ოპოზიცია არ ვართ სათანადოდ ძლიერები.

მსგავსი რეჟიმების ბუნებაა რომ ყოველთვის ეცადოს ძალაუფლების შენარჩუნებას, არჩევნების გაყალბებას, ხალხის დაშინებას, კანონის საკუთარ თავზე მორგებას...

ასეთ მეთოდებს, ოცნება, არც 2024 წლის არჩევნებზე მოერიდება. თუმცა, მთავარია რომ ჩვენ  გავძლიერდეთ... მომავალში მაინც აღარ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენც და ქვეყანაც.

სიმართლის, დისკუსიის, ჯანსაღი კრიტიკის დრო ყოველთვის არის და ვინც გვეუბნება რომ „ახლა ამის დრო არ არის“, რბილათ რომ ვთქვათ - ცდება. ძალიან მძიმე ვითარებაა. აქ საქმე არ ეხება პარტიულ ინტერესებს. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და მომავალს.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ხელისუფლების ცვლილებას?

- დიახ, შეგვიძლია მივაღწიოთ ცვლილებებს და ეს ცარიელი სიტყვები არ არის, მაგრამ მთავარი პირობაა რომ ცლილებები უკავშირდებოდეს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას: პენსიების ზრდას, ღირსეულ შემოსავალს, უსაფრთხოებას, სამუშაო ადგილების შექმნას, გლეხთა და ფერმერთა მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლას, სამხედროების, პოლიციელების, ექიმების, ვეტერანების შეხიდებას, ახალგაზრდებისათვის პერსპექტივის შეთავაზებას, ემიგრანტთთა დაბრუნებას, დევნილთა მიმართ ყურადღების გაორმაგებას, სიღარიბისა და კორუფციის დამარცხებას, მძიმე სოციალური ფონის შემცირებას, სოციალური დახმარების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას...

თუმცა, ამისათვის აუცილებელია მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ოპოზიციის მიერ რესურსების სწორად განაწილების, სტრატეგიის შემუშავებისა და  შიდა სისტემის ეფექტურად ამოქმედების პარალელურად, აუცილებელია არა მხოლოდ მოძრაობა, არამედ, განახლება, განახლება და განახლება...

როგორც ერთმა დიდმა ქართველმა თქვა: საკუთარი თავი კი არ უნდა გვიყვარდეს ეროვნულ მოძრაობაში, ეროვნული მოძრაობა უნდა გვიყვარდეს საკუთარ თავში... ამ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგვივა.

 

მსგავსი სიახლეები