0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს თავს დავესხათ, თუ დამატებით რა გავაკეთოთ?! - კობახიძე უკრაინის დახმარებაზე

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ უკრაინას ყველანაირად დაეხმარა. 

"ჩამოწერონ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ...
თქვენ მითხარით დამატებით რა გავაკეთოთ? სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს თავს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ?!

ჩვენ ვიყავით თანაავტორები გაეროს რეზოლუცია როცა დაინიცირდა, ჰააგის საჩივარზე ვიყავით მხარდამჭერი, მოლდოვამ ვერ გაბედა რაღაცეები გასაგები მიზეზების გამო, ევროსაბჭოდან სტატუსის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ, ეუთოში რეზოლუციას მხარი დავიჭირეთ, სადაც კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მისაღები, მხარი დავუჭირეთ... პასუხი არა გაქვთ, გამოდის რომ ყველაფერი გაგვიკეთებია",- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები