0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები ვერ შეძლებენ დემოკრატიული უფლებების განხორციელებას – ბრიტანეთის საელჩო გვარმაიაზე

“თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები ვერ შეძლებენ დემოკრატიული უფლებების განხორციელებას” – ასე ეხმაურება, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბესლი მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს.

“იმედგაცრუებულები ვართ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, რეპორტიორები საზღვრების გარეშეს ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას”. – წერს ოლბესლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები